ის, რომ ვერტმფრენი ველოსიპედი არ არის, ეს ყველამ კარგად ვიცით, ამავე დროს თუ ღამის ფრენის საშუალებები გაქვთ და არ იყენებთ, ეს არის დანაშაული - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა,მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რითაც შოვში შს მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
„მოვისმინეთ შს მინისტრის განცხადება შოვში, რომელიც იყო ტიპიური რუსული მენტალობის რუსული მმართველის და რუსეთის შს მინისტრის მსგავსი განცხადება. ეს იყო ცინიზმით სავსე, ეს იყო, პრაქტიკულად, ჩვენი მოქალაქების შეურაცხყოფა, ადამიანის უგულებელყოფა და ტყუილებით სავსე განცხადება. ის, რომ ვერტმფრენი ველოსიპედი არ არის, ეს ყველამ კარგად ვიცით, ამავე დროს თუ ღამის ფრენის საშუალებები გაქვთ და არ იყენებთ, ეს არის დანაშაული. ამიტომ, ამ რუსულ მმართველობას თავის მინისტრებიანად უნდა დავუსვათ წერტილი. ამ საქმეს, რაც შოვში მოხდა, სჭირდება საკმაოდ სერიოზული გამოძიება და ყველა პასუხიმგებელი ამ რუსული მენტალობის მატარებელი მმართველების ჩამოშორება ამ ჩვენი ქვეყნის მმართველობიდან,“ - განაცხადა ხაზარაძემ.