აქ განთავსდება ოთარ ეგაძის თეატრი, მანანა დოიჯაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა, აქვე გადმოვა ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლა - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ფოტომასალას, რომელიც ასახავს წალენჯიხაში, ყოფილ საბჭოთა მეურნეობის ტერიტორიაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას:
"წალენჯიხის ყოფილ საბჭოთა კოლმეურნეობას “არტმეურნეობა”დავარქვით და დავიწყეთ მისი სრული რეკონსტრუქცია. აქ განთავსდება ოთარ ეგაძის თეატრი, მანანა დოიჯაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა, აქვე გადმოვა ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლა, ასევე, აქვე მოეწყობა ინფრასტრუქტურა დიდი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად"