"ოცნების ექსპერტები" დღეს უტიფარ ტყუილს ავრცელებენ - არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ამ ცილისწამებას.- ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს:
"ოცნების ექსპერტები" დღეს უტიფარ ტყუილს ავრცელებენ - არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ამ ცილისწამებას. ვერტმფრენი არც მე და არც ბადრის არასოდეს გვყოლია და არც გვყავს! სირცხვილია! რომ მყოლოდა უკვე იქ იქნებოდა, პირველივე წუთებიდან! განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელსაც სხვადასხვა მოდელის რამდენიმე ვერტმფრენი ჰყავს თავის თანამშრომლებზე გაფორმებული და კომერციულად იყენებს!კიდევ ერთხელ ვიზიარებ მწუხარებას დაღუპულების გამო .
სირცხვილია, რომ ივანიშვილი და მისი ლაქიები, ტრაგედიის დროს, ამ სიბინძურისთვის იცლიან.