„მე მინდა, ივანიშვილს ვუთხრა, არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში. ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრე ჩემგან, ჩემი მეგობრებისგან და ქართველი ხალხის გზავნილს გიგზავნით. არ გაგატანთ! "  - ასე ეხმიანება "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის დღევანდელ ბრიფინგს.

მთელი შენი ტრიუკები არის მოძველებული და უბრალოდ მოძველებული კი არ არის, ჭაობისკენ მიმავალია. შენ არ ემსახურები ქართველ ხალხს, შენ და შენი პარტია. შენ არ ემსახურები ქართველი ხალხის ინტერს. შენ დაცალე და გააჩარე ეს ქვეყანა, უმუშევრობის ჭაობში ჩააგდე. შენ არ იხდი გადასახადებს ამ
ქვეყანაში, არ შემოგაქვს ინვესტიცია ამ ქვეყანაში. შენ გინდა ერთი რამ, რომ იყო უსაფრთხოდ ზღვის სანაპიროზე და შენმა გარემოცვამ აკეთოს ფული. რის ხარჯზე – ქართველი ხალხის ხარჯზე. ამიტომ ეს კანონი და ყველა ის ტრიუკი არ გაგივა, რადგან ამ ქვეყნის პერსპექტივა არის თავისუფალი სამყარო. იქნება დაცული ქართული ღირსება, ტრადიცია, მემკვიდრეობა და ყველაფერი, რაც ამ ქვეყანას გააჩნია, თავის ისტორია და თავის მომავლიანად. კრემლის ეს დავალებები, რომელიც წინა წელს ჩაგივარდათ, არ გაგივათ. ამიტომ ახლა მივმართავ მთელ საზოგადოებას: ესენი არ მოეშვებიან ამ პროცესს. ჩვენი ქვეყანა ეკონომიკით ხომ აბსოლუტურად მიამაგრეს რუსეთს. უკვე რუსეთზეა მიბმული მთელი
ქვეყანა და ახლა უნდა, პოლიტიკურად მიაბას, არ გამოვა. ამიტომ, ჩვენ, „ლელო“ ყველანაiრად ვიქნებით იმის სადარაჯოზე, რომ ქართველი ხალხის, უმრავლესობის, სრული უმრავლესობის აზრი მივიტანოთ ბოლომდე. ბოლომდე იქნება ყოველდღიური შრომა და ბრძოლა იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ გავისტუმროთ არჩევნებზე ხელისუფლებიდან. იმიტომ, რომ ჩვენ გვექნება კიდევ ბევრი სურპრიზი „ქართული ოცნებისგან“. რუსული კანონი არ გავა, ისევე, როგორც ვერ დარჩება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“