"მაკრიტიკე რამდენიც გინდა, სწორედ განსხვავებულ აზრთა ჭიდილში იბადება ჭეშმარიტება. ისე, დიდი ალბათობით, მეც დამიჭერს და შესაძლოა, ერთ საკანშიც აღმოვჩნდეთ",- ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს:
"პოლიტპატიმარ რეზო კიკნაძის წერილი წავიკითხე. ჩემი მამა-შვილური თხოვნაა, ნუ აჰყვები დეზინფორმაციას. ესაა სწორედ, სადაც ბიძინა იგებს, გათიშვით, პროვოკაციით, დაპირისპირებით… ან რა საქმე მაქვს მე საკნის შეცვლასთან, ან ციხესთან?
მაკრიტიკე რამდენიც გინდა, სწორედ განსხვავებულ აზრთა ჭიდილში იბადება ჭეშმარიტება. ისე, დიდი ალბათობით, მეც დამიჭერს და შესაძლოა, ერთ საკანშიც აღმოვჩნდეთ. ბევრი დრო გვექნება ვისაუბროთ და შევთანხმდეთ, როგორ გავათავისუფლოთ ქვეყანა რუსული რეჟიმისგან. მთავარია, კარგად ვიცოდეთ, სად და ვინ არის მტერი და ვინ მოკავშირე.
გთხოვ, ნუ აჰყვები პროვოკაციას!" - წერს მამუკა ხაზარაძე.