„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზრაძე საქართველოს ყოფილ პრეზინდეტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ხაზარაძემ განაცხადა, შეხვედრა „ლელოს“ იცნიატივით შედგა და მიზანი იყო ოპოზიციური ერთობის, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ აღდგენა.
მისივე თქმით, ამ საკითხზე ბოლო პერიოდში ინტენსიური შეხვედრები იმართება.
„ბოლო ერთი კვირაა, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა სტრატეგიაზე, იქნება ეს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება, არჩევნებთან დაკავშირებით ა.შ. ჩვენ ინტენსიური შეხვედრა გვაქვს ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. გუშინ შევხდით პოლიტპატიმრების მშობლებს, რუსთაველის აქტივისტებს, ექსპერტებს. დღეს ჩვენივე თხოვნით შევხდით პრეზიდენტს. მინდა, დავადასტურო, რომ ამ შეხვედრების მიზანია, აღდგეს ძლიერი ერთობა, რომ ერთიანი სტრატეგიით, სწორი პოლიტიკით დავამარცხოთ რუსული რეჟიმი. ჩვენ საუბარი ეხებოდა ამ ერთობის აღდგენას და გამტკიცებას“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, ხედავს რესურსს და პოტენციალს ერთობის აღდგენისთვის.
„მე ვხედავ ამ ერთობის აღდგენის რესურსს, რადგან ქვეყანა არის უფსკრულის პირას. უნდა დავანებოთ ყველაფერს თავი და ვიფიქროთ იმაზე, რა არის გამარჯვების ფორმულა. ვიდრე ამ ფორმულაზე ჩამოვყალიბდებით, პირველ რიგში, უნდა აღდგეს ერთობლივი პლატფორმა, რათა ყველამ დაინახოს, რომ სამშობლო არის უპირველესი“, – განაცხადა ხაზარაძემ.