თბილისის საქალაქო სასამართლოს დრევანდელი სხდომა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

დავტოვე სასამართლო. ამ სასამართლოში მე არანაირი საქმე არა მაქვს. პირდაპირ გეუბნებით,  რანაირად გადაწყვეტილებას მიღებენ ჩემთვის არის აბსოლუტურად სულ ერთი.

იცით რატომ? არის რაღაც ზღვარი, რომლის იქით უნდა თქვა, რომ მე ამ სპექტაკლში ამ ცირკში მონაწილეობას არ მივიღებ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, 2025 წლის 2 აპრილის იგივე ბრალდებით, მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ხაზარაძეს,  პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა.