1997 წელს 100 მილიონი იყო ქვეყნის ბიუჯეტი და 26 მილიონი დოლარი შემოვიტანეთ, ამით დავიწყეთ, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„გამოვიდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ახალგაზრდა ლიდერი და ამბობს, ხაზარაძე ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგებაო. სად იყავით თქვენ ევროპული ინვესტიციები რომ შემომქონდა. 1997 წელს პირველი უცხოური ინვესტიცია საქართველოში შემოვიტანე მე და ბადრი ჯაფარიძემ. 26 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკისგან, ევროპის ბანკისგან, 5 ჰოლანდიური და ბრიტანული ფონდისგან, როცა ქვეყნის ბიუჯეტი იყო 100 მილიონი დოლარი, ბენზინი არ არსებობდა ქვეყანაში, რომ ბიუროკრატიას ბენზინი ჩაესხა. 100 მილიონი იყო ქვეყნის ბიუჯეტი და 26 მილიონი დოლარი შემოვიტანეთ, ამით დავიწყეთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.