50 წარმატებული ქართველი ემიგრანტი უნდა შევკრიბოთ პირველ ეტაპზე, ალია უნდა დავიწყოთ საქართველოში ისრაელივით, ამხალხის ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას უნდა დავეყრდნოთ, მაგარ ქვეყანას ავაშენებთ, მჯერა, 50, მერე 300 და ასე შემდეგ….მთავარია დავიჯეროთ რომ შევძლებთ - წერს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში:

"თბილისის აეროპორტში დილით ადრე ბიზნეს ლაუნჯში ჩემ რეისს ველოდებოდი ევროპისკენ, ერთი ახალგაზრდა კაცი მომიახლოვდა, გამეცნო, ასე მითხრა 25 წელი ემიგრაციაში ვარო, ოჯახი, 4 შვილი, ყველა ქართულად ლაპარაკობსო, საქმე აწყობილი მაქვს და საქართველოში ყოველ თვე ჩამოვდივარო, იქ დიდ წარმატებას მივაღწიეო, ხელს არავინ გიშლის საქმის კეთებაშიო, აქ პრობლემებიაო, არ ვაპირებ დაბრუნებასო, სხვებიც ჩემ გარშემო ასე ფიქრობსო, განათლებული კაცი ჩანდა, ვაჟაზე, ილიაზე, მის ქართულის მასწავლებელზე ისე მესაუბრებოდა ლამის ცრემლები წამომივიდა, იმედი არ მაქვს ჩვენ ქვეყანას თუ რამე ეშველებაო, დარწმუნება დავუწყე რომ აუცილებლად ავაშენებთ მაგარ ქვეყანას მეთქი, ირლანდიაშიც ასე იყო 30 წლის წინ თქო, მერე 300 წარმატებული ემიგრანტი შეკრიბეს და მათი რჩევებით და ჩართულობით ისეთი ქვეყანა ააშენეს დღეს ევროკავშირში მეორე ეკონიმიკაა სიდიდით მეთქი, ისრაელიც ვუხსენე, ალია, ჩვენ ქვეყანას 50 წარმატებული ემიგრანტიც ეყოფაო, ამასობაში გაფრენის დროც მოვიდა, დავემშვიდობეთ ერთმანეთს კარგი ნაცნობებივით, მთელი გზა ვფიქრობდი, მივხვდი რომ არსად არ წასულა გონებით და გულით, აქაა, საქართველოშია, უბრალოდ სხვა ქვეყანაში მიაღწია თავის მიზანს, თვითრეალიზაციას, იქ ააშენა და განავითარა თავისი მიზნები და ჩანაფიქრები. 50 წარმატებული ქართველი ემიგრანტი უნდა შევკრიბოთ პირველ ეტაპზე, ალია უნდა დავიწყოთ საქართველოში ისრაელივით, ამხალხის ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას უნდა დავეყრდნოთ, მაგარ ქვეყანას ავაშენებთ, მჯერა, 50, მერე 300 და ასე შემდეგ….მთავარია დავიჯეროთ რომ შევძლებთ".