საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა, ექთნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 99 წლის ღვაწლმოსილი მედდა თინათინ მეზვრიშვილი მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
მერი ღვაწლმოსილ მედდას ესტუმრა და მას მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სისტემაში მრავალწლიანი წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ქალბატონი თინათინი 52 წელი ერთგულად ემსახურა თავის პროფესიას. მას სხვადასხვა დაწესებულებაში სამედიცინო საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. დღევანდელი დღე შესანიშნავი შესაძლებლობაა, დავაფასოთ ჩვენი ექთნების ფასდაუდებელი წვლილი, მათი პროფესიონალიზმი და ერთგულება პაციენტების მიმართ. ვულოცავ ქალბატონ თინათინს, ვუსურვებ ჯანმრთელობასა და მხნეობას“, - აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.