ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

გერმანიაში, შლეზვინგ-გოლშტეინის მიწაზე მდებარე საკურორტო დასახლება სანკტ-პეტერ-ორდინგის პლაჟთან ახლოს, ზღვამ მკვდარი ვეშაპი გამორიყა.

სპეციალიზებულმა კომპანიამ გახრწნილი გვამი კონტეინერში ჩატვირთა და შემდეგ იაგელში მდებარე ცხოველთა გადამმუშავებელ ქარხანაში გადაიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, ნეშტს ჰანოვერის ვეტერინარული სკოლა დამატებით შეისწავლის. ეს კეთდება ცხოველის მდგომარეობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რამ გამოიწვია 10 მეტრი სიგრძის მამრი კუზა ვეშაპის სიკვდილი.

გერმანული მედია აღნიშნავს, რომ წელს გერმანიაში, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, ვეშაპი მესამედ გამოირიყა.



პირველად ეს 17 თებერვალს მოხდა კუნძულ ზილტზე, ჰიორნუმის პლაჟთან, სადაც ზღვამ 14 მეტრი სიგრძის მამრი კაშალოტი გამორიყა. გვამი, რომელიც ძალიან გახრწნილი და გამობერილი იყო და შეიძლება აფეთქებულიყო, ექსკავატორით ნაპირზე გამოთრევისთანავე დახერხეს და შესასწავლად გადაიტანეს იაგელში, ხმელეთისა და წყლის ველური ბუნების კვლევის ინსტიტუტში.








მეორედ ეს ერთი კვირის შემდეგ მოხდა, კუნძულ ვაგენროგესთან ახლოს, კუნძულ მინზენერ ოოგზე, რომელიც ზღვის მიქცევისას ჩნდება. ახალგაზრდა კუზა ვეშაპი კუნძულზე დატოვეს მკვლევრები ცხოველთა სათვალთვალო კამერით რამდენიმე კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ გვამის გახრწნის პროცესს. მათ სურდათ გაერკვიათ თუ რომელი ცხოველები და ორგანიზმები მოიხმარდნენ გახწრწნილი ვეშაპის ხორცს. აპრილის დასაწყისში გვამიდან მხოლოდ რამდენიმე ნეკნი იყო დარჩენილი. 

 მესამე შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. 


შეგახსენებთ, რომ აპრილში, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეაჩერა ქარის ჰიდროსადგურის მშენებლობა, რომლის საპროექტო ღირებულებაც 7 მილიარდი დოლარია, ხოლო უკვე დახარჯული თანხა 2 მილიარდ დოლარს შეადგენს, უფრო ადრე, იანვრის დასაწყისში კი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ქარის სადგურები, როგორც ჩანს, ჭკუიდან შლიან ვეშაპებს“.