ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა, უფრო მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის, - ამის შესახებ “ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ შეასრულონ 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, საზოგადოების დაკვეთა სწორედ ევროპაა.
სცენარი 1. თუ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს;
სცენარი 2. თუ არ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ 2024-ში "ოცნება" განწირულია არა მხოლოდ დამარცხებისთვის, არამედ სრული ჩამოშლისთვის, ამ შემთხვევაშიც საქართველო გაიმარჯვებს”, - წერს ხაზარაძე.