სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათ კორესპონდენტს, მარიამ მაკასარაშვილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა.
აღნიშნულ ფაქტზე განცხადება გაავრცელა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“ და მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას, გავრცელებულ ინფორმაციაზე მოახდინონ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება.