თურქეთის და მასზე დაყრდნობით რუსეთის და სომხეთის მედია თურქეთის პოლიციის მიერ „წითელი ცირკულარით“ ძებნილი „საერთაშორისო ტერორისტის“ და „მწვანე ცირკულარით“ ძებნილი „კანონიერი ქურდის“ დაკავების შესახებ იუწყებიან.

თურქული მედიით ვრცელდება შინაგან საქმეთა საქმეთა მინისტრ ალი ერლიკაიას განცხადება, რომლის თანახმადაც ჰათაიში დააკავეს რუსეთის მიერ „საერთაშორისო ტერორიზმისთვის“ „წითელი ცირკულარით“ ძებნილი ლ.პ., ხოლო ანტალიაში კი, საქართველოს მიერ „ორგანიზებულ დანაშაულებრივ ორგანიზაციაში წევრობისთვის“ „მწვანე ცირკულარით“ ძებნილი ბ.ფ. 

რუსული და სომხური მედია ვერ აკონკრეტებს, ვინ შეიძლება იყოს ჰათაიში დაკავებული „საერთაშორისო ტერორისტი“ ლ.პ., საქართველოს მიერ „მწვანე ცირკულარში“ შეყვანილ და ანტალიაში თურქეთის პოლიციის მიერ დაკავებულ პირზე კი წერენ,  რომ  ბ.ფ. არის ერთ-ერთი უხუცესი ქართველი „კანონიერი ქურდი“, 61 წლის (ზოგიერთი ცნობით, 59 წლის) ბაჩუკი ფაჩულია, იგივე „ბაჩუკი ფოთსკი“.

 განახლება 11 მაისი 23:31 საათი  
კრიმინალურ ამბებზე ორიენტირებული რუსული primecrime-ს ინფორმაციით, ანტალიაში დაკავებული ქართველი „კანონიერი ქურდი“ ბაგრატ ფანცულაიაა, იგივე „მარატ სოხუმსკი“. სხვა რუსულ სააგენტოებს ინფორმაცია ანტალიაში დაკავებული ძებნილის შესახებ კვლავ თავდაპირველი სახით უდევთ.