არსებითად მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ წრეებში და  ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მომწიფდეს აზრი ჩვენი ქვეყნის მოლოდინის შესახებ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მიიღებს შემდგომ გადაწყვეტილებას და მიანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პრაღაში ვიზიტი შეაჯამა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების სპიკერების ყოველწლიურ კონფერენციაში (EUSC)  მონაწილეობა  და კონფერენციის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრები, მნიშნელოვანი შესაძლებლობა იყო განხილულიყო რეგიონალური უსაფრთხოების, საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების,  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და მოლოდინები.

„პრაღაში ვიზიტი იყო საკმაოდ დატვირთული. პირველ რიგში ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების  პარლამენტის თავმჯდომარეებთან, ასევე კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან. გვქონდა საკმაოდ გულახდილი საუბარი იმ თემებზე  რაც უკავშირდება ევროკავშირის გაფართოების თემას, საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და ასევე ზოგადად გამოცდილებას რაც კანდიდატ ქვეყნებს აქვთ იმ პროცესში რაც უკავშირდება მათ ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც შეიძლება საქართველომ გაიზიაროს.

თავად კონფერენციაც მნიშვნელოვანი გახლდათ, გამომდინარე იქიდან რომ შეეხებოდა უსაფრთხოების გამოწვევებს ჩვენს რეგიონში, მართალია მთავარი აქცენტი აქ კეთდება უკრაინაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესები მთლიან ჭრილში არის დანახული და ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაგვეკეთებინა აქცენტი გამოსვლებისას. მათ შორის,  დემოკრატიასთან დაკავშირებულ თემებზე, რაც ასევე ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდწილად უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

2023 წლის, EUSC-ს ყოველწლიურ კონფერენციას, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან ერთად ესწრებოდა.