"ქრისტესმიერ საყვარელო დანო და ძმანო! ქრისტე აღდგა! იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! ჩვენთან არს ღმერთი!".- ასე მიმართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურების დაწყებისას.
სააღდგომო ღვთისმსახურება სიონის საკათედრო ტაძარში ღამის 12:00 საათზე დაიწყო. სააღდგომო საზეიმო ლიტურგიას ესწრებიან საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირები, პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები.
წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში, ტრადიციულად, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” რეისით მოხდება.
“ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თელ-ავივის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 20:10 საათზე გამოფრინდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დროით 23:40 საათზე დაეშვება.