როგორც „აიპრესისთვის“ ხდება ცნობილი, თანამდებობა მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, რადგან სხვა სამსახურში გადასვლა სურს.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ" საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდეს მამუკა ჯანგულაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან", - წერია 14 აგვისტოს ბრძანებში, რომელსაც პრემიერ - მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად მამუკა ჯანგულაშვილი 2021 წლის მაისში დაინიშნა.