საქართველოს მიმართ შანტაჟი გრძელდება, თუმცა საქმით დავამტკიცეთ, რომ შანტაჟის ფონზე უკან არ დავიხევთ და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ დავთმობთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ერთი ნაბიჯითაც უკან არ დაიხევს.
„საქართველოს მიმართ შანტაჟი გრძელდება, თუმცა საქმით დავამტკიცეთ, რომ შანტაჟის ფონზე უკან არ დავიხევთ და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ დავთმობთ. ამ შემთხვევაში, კონკრეტული ჯგუფების დასანქცირებაზე საუბრობენ. სავარაუდოდ, დეპუტატებზეა საუბარი, რაც ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. შეუძლიათ, მსგავსი საუბარი გააგრძელონ და რასაც საუბრობენ, აღასრულონ კიდეც. ჩვენ უკან ერთი ნაბიჯითაც კი არ დავიხევთ, ჩვენს ინტერესებს დავიცავთ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.







