საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა.
„პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან - როგორც კი საგამოძიებო კომისია მუშაობას დაასრულებს, მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობილ რეკომენდაციებს პროკურატურასა და შესაბამის უწყებებს რეაგირებისთვის გადაუგზავნის. ასევე, ჩვენ დაუყოვნებლივ შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში იმასთან დაკავშირებით, რომ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.