პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, თუ ოპოზიცია გარე ინსტრუქციას მიიღებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მათ აუცილებლად მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობა.
"რეალურად, რა თქმა უნდა, ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან და ვერ იტანენ ერთმანეთს. არა მხოლოდ ეს 4 პარტია - "კოლექტიური ნაცმოძრაობა" ცალ-ცალკე, არამედ უშუალოდ ამ პარტიებში შემავალი წევრების ძალიან დიდი ნაწილიც. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის ის, რომ ბატონი ხაზარაძე და ბატონი ელისაშვილი დააჯგუფეს, ან ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც ნაგინები ჰყავს ფაქტობრივად მთელს ოპოზიციას. მათ გარე დავალება მიიღეს და ასეთი დაჯგუფება მოუწიათ. შესაბამისად, მათზე რომ იყოს დამოკიდებული ამ გადაწყვეტილების მიღება, თავისთავად, ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებოდნენ, რადგან იციან, რომ მათი რეიტინგი ყველაზე კარგ შემთხვევაში არის განახევრებული. თუ ინსტრუქცია იქნება, რომ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, აუცილებლად მოუწევთ ამ არჩევნებში მონაწილეობა", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.