საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რასაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვდა, როგორც ირკვევა, სტრასბურგის სასამართლოსთვის არ მოუთხოვია. საუბარია „გამჭვირვალობის კანონსა“ და მისი დროებით შეჩერების მექანიზმზე.
საია-ს აღიარება, მმართველი გუნდისთვის დასტურია, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ აგორებული კამპანია ფარსი იყო და ეს თავად პროტესტის ავტორებმაც იცოდნენ.
„სტრასბურგის სასამართლოს როდესაც მიმართეს, არ მოუთხოვიათ კანონის შეჩერება ორი მიზეზის გამო. ერთი, იცოდნენ, რომ ეს, რა თქმა უნდა, არ დაუკმაყოფილდებოდათ და მეორე, იცოდნენ, რომ თვითონ სარჩელის შეტანაც აბსურდთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან ეს ძალიან მარტივი ექვს გვერდიანი კანონი არ ეწინააღმდეგება არანაირ სამართლებრივ სტანდარტებს, არანაირ ევროპულ სტანდარტებს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.