ეჭვი მეპარებოდა, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე გამოკითხვაზე გამოცხადდებოდნენ, რადგან საქართველოს მოსახლეობის წინ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევდათ, პასუხები კი არ ექნებოდათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული რომ ყოფილიყვნენ, გამოცხადდებოდნენ და კითხვებზე პასუხებს გასცემდნენ.
„ბანკი „კოსტანტას“ და „ელიტ ელექტრონიქსის“ თემები იყო გახმაურებული. ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველაფერი ვიცით. ეჭვი მეპარებოდა, რომ გამოკითხვაზე ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე გამოცხადდებოდნენ, რადგან უკვე საქართველოს მოსახლეობის წინ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევდათ და პასუხები არ ექნებოდათ. უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავ, მაგრამ ისინი თავის სიმართლეში დარწმუნებული რომ ყოფილიყვნენ, გამოცხადება და კითხვებზე პასუხების გაცემა იქნებოდა უკეთესი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.