“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აგრძელებს ვიზიტს აშშ-ში. პარტიის თავმჯდომარე ნიუ იორკის მერის წარმომადგენელს საგარეო და ეკონომიკური მიმართულებით - კრისტენ კაუფმანს შეხვდა.
„ნიუ იორკის მერიაში შევხვდით კრისტენ კაუფმანს, რომელიც არის ნიუ იორკის მერის წარმომადგენელი საგარეო და ეკონომიკური მიმართულებით და დედაქალაქში რომ საცობებია გაუვალი და გვაქვს მათ შორის ეკოლოგიური კატასტროფა, ამ თემაზე ვსაუბრობდით, რადგან ნიუ იორკის მერიამ გაგვიზიაროს მათი გამოცდილება ეკოლოგიური მიმართულებით, თუ როგორ ებრძვიან დაბინძურებულ ჰაერს, როგორ შეიძლება, რომ სატრანსპორტო მიმართულებით ჩვენს ქალაქში არ იყოს კოლაფსი. ასევე, სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებზე. ჩვენ დავმეგობრდით, მნიშვნელოვანია, რომ შევიძინეთ კიდევ ერთი დამატებითი კონტაქტი ნიუ იორკის მერთან და ჩვენ ყველგან გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ლობირებას, მათი ინტერესებისთვის მუშაობას, თუნდაც ასეთ ლოკალურ თემებზე, როგორიც არის საცობები, ეკოლოგია, ვიმუშავებთ ყველა დიდ ქალაქში იმისთვის, რომ გავიზიაროთ საუკეთესო გამოცდილებები სხვადასხვა დიდი ქალაქების და ცხადია, წარმოუდგენელია არ გვინდოდეს გავიზიაროთ ნიუ იორკის ეკონომიკა.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა