„ქართულმა ოცნებამ“ კოშმარული, ისტერიული ღამე გადაიტანა - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„ცხადია, „ქართულ ოცნებამ“ კოშმარული, ისტერიული ღამე გადაიტანა. პირდაპირ ვთქვათ, ეს არის დასავლეთის ღირებულებების გამარჯვება. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება იმიტომ კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანზე ვსაუბრობთ, ეს არის საქართველოს ისტორია. დიახ, ეს მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ის არის საქართველოს ისტორია. 2003 წლიდან რუსულ ორბიტას საერთოდ მოგვაშორა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, იმ ხელისუფლებამ და ამის შემდეგ დიდი ნაბიჯებით წავედით ევროპისკენ“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.