“Edison Research-ის კვლევაც ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნომერ პირველი ევროპული პარტია საქართველოში. მნიშვნელოვანია, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გვქონდეს საერთო სტრატეგია და მისმა აღმატებულებამ, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს როგორი კოალიციური მთავრობა უნდა შემდეგ ხელისუფლებაში.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
“Edison Research-ის კვლევაც ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნომერ პირველი ევროპული პარტია საქართველოში, ასე მიიჩნევს ქართველი ხალხი, რადგან „რუსული ოცნებას“ არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ძალა რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში. ასევე მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ამ შედეგების მიხედვით სხვა ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებს აქვთ გარკვეული შედეგები, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, მეტიც, მნიშვნელოვანია ახლა მათ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე იფიქრონ მათ გაერთიანებაზე, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო დამატებით სხვა ერთობები და ასევ ვთქვათ შემომატებები აუცილებლად ექნება, ამ მიმართულებით ვმუშაობთ და მნიშვნელოვანია, სხვა პროდასავლური ძალებიც გაძლიერდნენ, გაერთიანდნენ და მე კიდევ ერთხელ ვთავაზობ მათ საერთო სტრატეგიას და არა ვინმესთან გაერთიანებას, რადგან ეს კვლევაც ჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ არავისთან გაერთიანება არ სჭირდება, ჩვენ ჩვენი ელექტორატი გვყავს, მეტიც, არის მზარდი, ამაზე ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბიძინა ივანიშვილის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გვქონდეს საერთო გეგმა, სტრატეგია და საერთო ჯამში მისმა აღმატებულებამ, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს როგორი კოალიციური მთავრობა უნდა შემდეგ ხელისუფლებაში.“ - ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი Edison Research-ის კვლევას.