„საქართველოს მოსახლეობას მიაჩნია, რომ მთავარი ევროპული პარტია არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რასაც ადასტურებს დღევანდელი კვლევა, რომ პარტია ძლიერდება და არის მთავარი ძალა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.“ - წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
„ყოველ ჯერზე, ყველა გამოკითხვა, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი პროდასავლური - პროევროპული პარტია.
საქართველოს მოსახლეობას, ხალხს მიაჩნია, რომ მთავარი ევროპული პარტია არის ნაციონალური მოძრაობა. დღევანდელი კვლევა არის კიდევ ერთი დასტური, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ძლიერდება, ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი ძალა რუსული რეჟიმის, ივანიშვილის, პუტინისტების და სამშობლოს მოღალატეების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მნიშვნელოვანია და ობიექტურად გვიხარია სხვა პროდასავლური პარტიების გარკვეული შედეგი. რასაც მივესალმებით. მეტიც, უმნიშვნელოვანესია გარკვეული ერთობები შექმნან ნაციონალური მოძრაობის გარეშე და კიდევ უფრო გაძლიერდნენ.
ჩვენ ძლიერი, მთავარი პარტია ვართ და ცხადია ჩვენს მხრივ ვფიქრობთ გაძლიერებაზე, რასაც უპირობოდ მოვახერხებთ . უახლოესი თვეების განმავლობაში ენმ - ს გაძლიერების, მატების პროცესს საზოგადოება თავად ნახავს.
ეს კვლევა არის დასტური, რომ რუსული ოცნება დამარცხებულია. ახლა მთავარია სწორი სტრატეგია, სამიზნის გასწორება და ივანიშვილის და მისი პუტინისტური პარტიისგან მხოლოდ სახელიღა დარჩება.“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება: