ავტომობილი დაგვილეწეს, ქვებს ისროდნენ - მართლა ბოლო ჟამი აქვს რუსულ ოცნებას, სრული ისტერიკა აქვთ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „მთავარ არხთან“ განაცხადა.
„ავტომობილი დაგვილეწეს, ქვებს ისროდნენ. ჩვენ ვსაუბრობთ საპენსიო ასაკის დაწევაზე, ესენი ქვებს ისვრიან. ჟურნალისტურ საქმიანობაში გიშლიან ხელს, თავს გესხმიან. მართლა ბოლო ჟამი აქვს რუსულ ოცნებას, სრული ისტერიკა აქვთ. „ზონდერები“ კი არ არიან, სუს-ის „ნასედკები“ არიან“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „მთავარ არხთან“.
ცნობისთვის, კასპში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს მოსახლეობას ხვდებოდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.