ენმ-ს სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს “ნიღბებით" საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და უმოწყალოდ სცემეს - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„რამდენიმე წუთის წინ, “ნიღბებით" საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და უმოწყალოდ სცემეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი - დავით ოსიყმიშვილი ...
სახლში სამი მცირეწლოვანი შვილი ელოდებოდა .... "ბესპრიძელია" - ივანიშვილმა კობახიძემ და ღარიბაშვილმა სიკვდილი და ძალადობა დაგვიანონსეს! ... მოქმედება დაწყებული აქვთ ...
უნდა მოვერიოთ ამ პუტინისტებს! - წერს ხაბეიშვილი.