"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა და პარტიის რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა, სოფელ ქესალოში პარტიის ოფისი გახსნეს.
"ვაგრძელებთ ოფისების გახსნას, ვიმყოფებით სოფელ ქესალოში. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა აბსოლუტურად უანგაროდ დაგვითმო მისი საკუთრება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. “ნაციონალური მოძრაობა” სხვადასხვა ქალაქში, სოფელში გააძლიერებს ინფრასტრუქტურას.
ჩვენ ვაპირებთ 160 სოფელში ჩასვლას, სადაც ადამიანებს ავუხსნით, რას გაკეთებს “ნაციონალური მოძრაობა” მას შემდეგ, რაც “რუსული ოცნება” დამარცხდება. დაწყებული სოციალური პრობლემებით, ასე ვთქვათ ეკონომიკური მხარდაჭერით ხალხისთვის. ასევე ცხადია ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე, როგორც გარანტი და ლობისტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა