რეალურად თავად უჭირთ უკვე ქუჩაში გასვლა, იმიტომ რომ პუტინისტებს, მოღალატეებს ეძახიან - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„რუსული პარტიის ამოცანაა, ეს მართლა ჩმორები და ფარჩაკები ცდილობენ, აი ვიღაცა რომ გალახეს, ქუაში ვერ გამოვიდნენ, არა და რეალურად თავად უჭირთ უკვე ქუჩაში გასვლა, იმიტომ რომ პუტინისტებს, მოღალატეებს ეძახიან. ამ ხალხმა ია კერძაია მოკლა და თავის დროზე ვერ მიიღეს პასუხი. ამ ადამიანებმა ნუგზარ ფუტკარაძე მოგვიკლეს „ნაციონალურ მოძრაობას“, ლექსო ლაშქარავა მოკლეს, არავინ დღემდე დასჯილი არ არის იმ საქმეების გამო.
ბექა ოდიშარია როდის გახდა ვაჟკაცი, ფულის გამო სულს, ყველაფერს გაყიდის ეს კაცი და ლაპარაკობს, ვიღაცას ხელებს დავამტვრევთო, უკაცრავად, ფეხები ვერავის მოჭამოს. რატომ უკვირს კობახიძეს პუტინისტს მეძახიანო, კაკებეშნიკის ოჯახშია გაზრდილი“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.