ვნება არის, რომ ვიღაც თავისი ნებით წავიდა ციხეში? ციხეში წასვლა რამე ისეთი ვნება არის, რიტუალია, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა შეასრულოს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებას თავი შესწიროს?! - ამის შესახებ პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილი TV პირველის ეთერში პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით განაცხადა, 

"... ვნება არის თითქოს, რომ ბიძინა ივანიშვილის ციხეში შენი ნებით შეხვიდე. ეს რაღაც ახალი ტრენდია ქვეყანაში, თუ რა არის, ვერ ვხვდები.

... კომისიაზე უნდა მისულიყვნენ და იმ აუდიტორიაში, რაც შექმნილი ჰქონდა "ქართულ ოცნებას", უნდა ეთქვათ, რასაც ფიქრობენ მათზე. არმისვლა არაფერ შუაშია ლეგიტიმაციასთან, ეს წმინდა პოლიტიკური ამბავია, შენ ამ ტრიბუნას იყენებ, თუ არ იყენებ. ჩვენ ეს გამოვიყენეთ და საკმაოდ ეფექტურადაც - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

მისივე თქმით, საქართველოში ციხეში ჯდომით ვერავის გააკვირვებ. 

"ამ ქვეყანაში ციხეში ჯდომით ვერავის ვერ გააკვირვებ. სააკაშვილის დროს 200 ათასი კაცი იჯდა ციხეში.  ამიტომ ეს რაღაცა განსაკუთრებული ვნება იყოს ახლა ციხეში ჯდომა, პირდაპირ გეტყვით არ არის ეს ვნება რეჟიმთან  წინააღმდეგობა."

შეგახსენებთ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო თბილისის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ნიკა გვარამიას, გივი თარგამაძეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს,  ირაკლი ოქრუაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძეს