პარტია "ლელოს" ოფისში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და პარტიის ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს. 

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პარტიის ოფისში მივიდნენ და იქ შსს-ის თანამშრომლების გამოჩენას ელოდებოდნენ. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, პოლიციამ 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა როგორც მამუკა ხაზარაძეს, ისე ბადრი ჯაფარიძეს. "ლელოს" ოფისში იმყოფებიან როგორც "ლელოს", ისე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.