პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერესია ექსპრემიერმინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური ორგანიზაციის განადგურება.  

"რა უნდა ბიძინა ივანიშვილს ჩვენგან და ჩვენი პარტიისგან და იმისგან ვიდრე ვთქვათ, რა უნდა სხვებისგან?! მე გეუბნებით, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, ეს ჩვენ ხომ არასდროს არ დაგვიმალავს, ყოველთვის იყო ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის განადგურება, აბა ნაციონალურ მოძრაობას 13 წელია კვებავს უკვე ყველანაირად კვებავს და აგერ კომისია შექმნეს "ნაციონალურ მოძრაობის" გასასამართლებლად და საერთოდ ჩორჩანაზე  დაუწყეს გახარიას პრეტენზიების წაყენება" - განაცხადა ლევან გოგოჩაიშვილმა. 

ასევე გახარიას პარტიის წევრი აცხადებს:  "ჩვენი აუდიტორია არ არის "ნაციონალურ მოძრაობის" ამომრჩეველი და მათი გულის მოგება.  ჩვენი აუდიტორია არის  "ქართული ოცნების" ის ამომრჩეველი, რომელიც კიდევ ფიქრობს რომ ბიძინა ივანიშვილი დღემდე ებრძვის "ნაცმოძრაობას", დღემდე უნდა ამ ქვეყნის დამოუკიდებელი სასამართლო, კანონის უზენაესობა და ა.შ.

... ვნება არის თითქოს, რომ ბიძინა ივანიშვილის ციხეში შენი ნებით შეხვიდე. ეს რაღაც ახალი ტრენდია ქვეყანაში, თუ რა არის, ვერ ვხვდები.

... კომისიაზე უნდა მისულიყვნენ და იმ აუდიტორიაში, რაც შექმნილი ჰქონდა "ქართულ ოცნებას", უნდა ეთქვათ, რასაც ფიქრობენ მათზე. არმისვლა არაფერ შუაშია ლეგიტიმაციასთან, ეს წმინდა პოლიტიკური ამბავია, შენ ამ ტრიბუნას იყენებ, თუ არ იყენებ. ჩვენ ეს გამოვიყენეთ და საკმაოდ ეფექტურადაც - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

შეგახსენებთ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო თბილისის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ნიკა გვარამიას, გივი თარგამაძეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს,  ირაკლი ოქრუაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძეს