ხუთშაბათ დილით, საფრანგეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე, მეთევზეთა პატარა სოფლის მახლობლად, ტრაგედიით დასრულდა ლა-მანშის გადაკვეთის და ბრიტანეთში ფარულად შეღწევის მცდელობა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოთხი მიგრანტი, რომლებიც „წყლის ტაქსიზე“ ასვლას ცდილობდნენ, დინებამ წაიღო.

ოთხი ადამიანი - ორი ქალი და ორი კაცი - „ნავის ტაქსიში ასვლას ცდილობდა“ და  „დინებამ, რომელიც აქ შეიძლება საშიში იყოს, ისინი წაიღო“, - განაცხადა პრეფექტმა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მაშველებმა მაშველები 38 ადამიანს დაეხმარნენ და გადაარჩინეს, „წყლის ტაქსიზე“ (მიგრანტთა უკანონო გადაყვანაზე ორიენტირებული დამნაშავეებს „მგზავრები“ არა პლაჟიდან, არამედ სანაპიროდან მოშორებით აჰყავთ და ამ გზით ისინი თავს არიდებენ უსაფრთხოების ძალების კონტროლს) ასვლა და ბრიტანეთისკენ გამგზავრება კი დაახლოებით 30-მა მიგრანტმა შეძლო.

„პოლიცია არ ჩაერია მათი გამგზავრების თავიდან ასაცილებლად“, - ხაზგასმით აღნიშნა პრეფექტმა.

ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა კონტრაბანდისტებს ეკისრებათ. „კონტრაბანდის ქსელების დაშლა ჩვენი მისიის მთავარი მიზანია“, თქვა მან.

პროკურორმა სესილ გრესიემ დაადასტურა, რომ ოთხივე დაღუპული მიგრანტი ზრდასრული იყო და დასძინა:

„მსხვერპლთა ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია“.

ტრაგედიიდან მალევე სააგენტოებმა გაავრცელეს მიგრანტთა დაღუპვის ადგილის ამსახველი ფოტოები.. რომელთაგანაც ქართველი მკითხველის ყურადღებას ზღვის მიერ პლაჟზე გამოტანილი ქართული პასპორტი მიიპყრობს.







Photograph: Dan Kitwood/Getty Images