“შალვა პაპუაშვილის მუქარა მეტყველებს, რომ „ქართული ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს — 300-დღიანმა პროტესტმა თავისი სიტყვა თქვა; ამიტომ 4 ოქტომბერს ბევრი და ერთიანი უნდა ვიყოთ, რათა დიქტატურული რეჟიმის გამარჯვება საბოლოოდ დავასრულოთ.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა

"შალვა პაპუაშვილის მორიგი მუქარა და ლანძღვა ჩვენი პარტნიორების, კიდევ ერთი ნიშანია, რომ დღეს “ქართულ ოცნებას” აქვს ლეგიტიმაციის პრობლემები. ეს ლეგიტიმაცია უზრუნველყო ქართველი ხალხის 300 დღიანმა პროტესტმა და ბრძოლამ სხვადასხვა ქალაქებში, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 4 ოქტომბერს ვიყოთ ძალიან ბევრი, ერთიანები და საბოლოოდ გავაფორმოთ ქართველი ხალხის გამარჯვება დიქტატორულ რეჟიმზე. მნიშვნელოვანია ამ საერთაშორისო იზოლაციის პროცესში ქართველი ხალხი იყოს ერთიანი, რადგან ბრძოლას აქვს აზრი და ბრძოლა ყოველთვის გაიმარჯვებს.” - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: მათ, ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყო, ახლა აქვთ შანსი, გამოასწორონ თავიანთი მცდარი პოზიცია - დაუბრუნდნენ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ცივილიზებულ ფორმას