ჩემო საქართველო, უკრაინაში ყველაზე ცხელი ადგილიდან გწერ ამ სიტყვებს: ხვალ მე შენ მეიმედები, ხვალ ჩვენ, უკრაინაში მებრძოლებს გვეიმედები - რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საომარი აგრესიის წლისთავთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წვერი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს.
"ჩემო საქართველო, უკრაინაში ყველაზე ცხელი ადგილიდან გწერ ამ სიტყვებს: ხვალ მე შენ მეიმედები,ხვალ ჩვენ, უკრაინაში მებრძოლებს გვეიმედები. გვჯერა, რომ ბევრი იქნებით, გვჯერა, რომ ხვალ თქვენი სიმრავლე და მხარდაჭერა გულს გაგვითბობს.ჩვენ ეს გვჭირდება, თქვენი თანადგომა გვჭირდება.მთავარი თხოვნა: არ ითამაშოთ პოლიტიკანობა, არ მიედ-მოედოთ, ღიად დააფიქსირეთ და მოითხოვეთ მიშას თავისუფლება.ეს სამართლიანია, ეს სწორი ნაბიჯია, ეს უკრაინის მხარდაჭერაა,ეს ღირსეული ადამიანის ღირსეული პოზიციაა.#თავისუფლებამიშას- წერს კობა ხაბაზი.