როდესაც ოპოზიცია გარკვეულ პრობლემას წამოსწევს, ვიღებთ ბერაიას მაგვარ განცხადებებს და თავდასხმებს ქალ პოლიტიკოსებზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დგანან, ჩვენი ქვეყნის გვერდით, როცა საქმე ეხება დეოკუპაციას, იმიტომ რომ ამ მონსტრის წინააღმდეგ ბრძოლაში მარტო არ გვტოვებენ, და ასეთ ვითარებაში, როდესაც ხმას არ იღებს „ქართული ოცნება“, ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს, რომ თურმე ოპოზიციის ინიციატივებს არ იზიარებს, თავად გახდეს ინიციატორი, თავად ჰქონდეს რეაგირება, თვითონ შეიმუშაოს რეზოლუცია, თვითონ გააკეთოს განცხადება. აჩვენოს პირველ რიგში საკუთარ მოქალაქეებს და შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ სიფრთხილის პოლიტიკა კი არ არის ეს, რასაც თვითონ აკეთებს, ეს არის ღირსეული ხელისუფლების, ღირსეული პასუხი და ხედვა, რას ხედავენ დეოკუპაციის თვალსაზრისით, მაგრამ მათ ხედვა არ აქვთ. როდესაც საკითხს რეაგირება სჭირდება და ოპოზიცია ამ საკითხს წამოსწევს ხოლმე, ვიღებთ ბერაიას მაგვარ განცხადებებს და თავდასხმებს ქალ პოლიტიკოსებზე“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.