ხელისუფლება არის არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური, არაპროფესიონალი და ეს რა თქმა უნდა, ჩვენს სიცოცხლეზე აისახება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც არ არის მთავარი პრიორიტეტი ადამიანი. მიუხედავად იმისა, +რომ ბევრ არჩევნებზე მათი ერთ-ერთი სლოგანი იყო - „კეთილდღეობა და ადამიანზე ზრუნვა“, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი, საკუთარი მოქალაქე არ არის ზრუნვის ობიექტი და არ არის პრიორიტეტი. ეს ვნახეთ შოვის ტრაგედიის დროს, ეს ვნახეთ წყალდიდობის დროს 2015 წელს. ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, რომ იმ ტერიტორიაზე არ შეიძლება მშენებლობა, ჩვეულებრივად მიდის მშენებლობა და არავის ამაზე არანაირი პასუხი არ აქვს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ქალ მოქალაქეებს არ იცავს, იმიტომ რომ რამდენ ხანია ქვეყანაში არის ფემიციდი, გატაცება არასრულწლოვანის და ადამიანები ამისგან დაცულები არ არიან. ხელისუფლება არის არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური, არაპროფესიონალი და ეს რა თქმა უნდა, ჩვენს სიცოცხლეზე აისახება“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.