ამ შეხვედრაზე იყო საუბარი, რა შეიძლება გავაკეთოთ ერთმანეთის მხარდასაჭერად, რომ ქვეყანამ ევროპული სტატუსი მიიღოს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მას არ დაურღვევია კონსტიტუცია ამ ვიზიტების განხორციელებებით, მან დაიცვა კონსტიტუცია როდესაც არაერთი ვიზიტით კიდევ უფრო გააძლიერა რწმენა ჩვენს პარტნიორებში, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ევროპული სტატუსი. ამ შეხვედრაზე იყო საუბარი, რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ როგორც დეპუტატებმა, რა შეიძლება მან გააკეთოს ჩვენს მხარდასაჭერად და ერთმანეთის მხარდასაჭერად, რომ ქვეყანამ ევროპული სტატუსი მიიღო“, - აღნიშნა სამნიძემ.
პრეზიდენტი ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდა.