ნუ დავეხმარებით პროპაგანდას, რომ სოცქსელები ნიღბიანების ყვავილებიანი ფარების სურათებით გადაავსოს,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
„დარბევის და ცემის კადრებს თავიდან ვუყურებ. ყველა საჯარო მტკიცებულებას ვაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში.
თუმცა, ზიზღი, რომელიც მოდის ნიღბიანი პოლიციელების მხრიდან - საშინელი აღსაქმელია. სიძულვილს ასხივებენ.
ჩემი რჩევაა: სპეცრაზმთან შეგონებით ლაპარაკს აზრი არ აქვს. არ შეიძლება მათთან კეკლუცობა და გულების წერა ფარებზე.
ისინი ყველას იმეტებენ. ამ ადამიანების სოციალური იზოლაცია უნდა მოხდეს და აქციებზეც საფრთხის მომეტებული გრძნობით უნდა შევხედოთ. პატიოსანი ადამიანები დღემდე მწერენ, მაგრამ სისტემამ იცის ვინ დააყენოს წინა რიგებში.
პოლიციაში შეიქმნა იერაქრია, სადაც ყველა წამყვან თანამდებობაზე ინდოქტრინირებული ქოცია. მათ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ ძალადობოსთვის.
ნუ დავეხმარებით პროპაგანდას, რომ სოცქსელები ნიღბიანების ყვავილებიანი ფარების სურათებით გადაავსოს.
სიფრთხილე, სიფხიზლე და უნდობლობა რეჟიმის მიმართ“,- წერს ხატია დეკანოიძე.