გახლეჩილი ოჯახის, მიტოვებული შვილების, მშობლების და გადახვეწილი ქალების სიმწარე, ნაღველი, დარდი არ ახსოვთ - ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია სოციალურ ქსელში წერს:
"თითქმის სულ კაცები დადიან ქუჩაში.
რამდენს ჰყავს ცოლი, დედა, და და ბებია საზღვარგარეთ ემიგრაციაში და რამდენია მათ კმაყოფაზე, სიმწრით მოპოვებულ კაპიკებს რომ ელოდებიან. გახლეჩილი ოჯახის, მიტოვებული შვილების, მშობლების და გადახვეწილი ქალების სიმწარე, ნაღველი, დარდი არ ახსოვთ. ჩემი ოჯახის დარდს გეტყვით: მამა ისე გარდაიცვალა, ჩემმა ემიგრაციაში მყოფმა ძმამ ვერ ნახა. ფარისევლები."