ქართველმა ხალხმა სხვა "ქართული ოცნება" აირჩია, ეს იყო პროდასავლური მათი განცხადებით მოძრაობა, პარტია და ბოლოს შეგვრჩა ანტიდასავლური განცხადებებით გაჯერებული საგარეო პოლიტიკა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"საქართველოს ხელისუფლებამ რაც არ გააკეთა, პირველ რიგში, ეს იყო ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა, ამიტომ მეტწილად ეს არის ავანსი საქართველოს სახელმწიფოსთვის ქართველი ხალხის გამო. მე შევახსენებ პრემიერ-მინისტრს და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომ ისინი უმრავლესობით არ აურჩევიათ საქართველოს მოქალაქეებს. ქართველმა ხალხმა სხვა "ქართული ოცნება" აირჩია, ეს იყო პროდასავლური მათი განცხადებით მოძრაობა, პარტია და ბოლოს შეგვრჩა ანტიდასავლური განცხადებებით გაჯერებული საგარეო პოლიტიკა", - აღნიშნა დეკანოიძემ.