„მე არ შემიძლია, რომ დღევანდელი დღე დაიწყოს ჩვეულებრივად, ისე, თითქოს, გუშინ არაფერი მომხდარა და ის ფარისევლური ბოდიში, რომელიც მოიხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იყოს მიღებული. მოვითხოვ და ვფიქრობ, ამაში ჩემი კოლეგებიც შემომიერთდებიან, რომ ბერაია, ადამიანი, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა, დაუყოვნებლივ გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან. ის, რაც გუშინ აქ მოხდა, არ არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა. ის ფარისევლური ბოდიში, რომელიც რომელიც აქ, გუშინ, თითქოს გაისმა, არ ნიშნავს რამეს“- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებისთანავე განაცხადა, რასაც შემდგომ დეპუტატების მხრიდან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ხატია დეკანოიძემ, გუშინდელ სხდომაზე მომხდარის გამო, ირაკლი ბერაიას თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა და განმარტა, რომ ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფით საზოგადოება შეურაცხყო.

ცნობისთვის,31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას  შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.  დაპირისპირება მოხდა და ანა წითლიძეს შორისაც.

ირაკლი ბერაია: ვაღიარებ, რომ პარლამენტში ჩემი გამოსვლა ემოციურად გადაჭარბებული იყო, რის გამოც გულწრფელად მინდა, ბოდიში მოვიხადო

ირაკლი ბერაია: თეონა აქუბარდია ნატოს საპარლმენტო ასამბლეაზე არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე - მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით "პახმელიაზე" ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა