დიდი ხანია, ნიკას მელიას ეს პოზიცია აქვს, მან პარლამენტი დატოვა, მის პოზიციას იმ ნაწილში ვიზიარებ, რომ უნდა იარონ და იმუშაონ, თუ დეპუტატის მანდატი აქვთ, დარბაზში უნდა იყვნენ და თავისი მოვალეობა შეასრულონ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია ან ქუჩაში, ან პარლამენტში უნდა იყოს, ან სადმე აქტიურობდეს.
„უმრავლესობა პარლამენტში არ დადის. ვინც არ დადის, გაუგებარია, რატომ ინარჩუნებენ მანდატს. გუშინ და გუშინწინ მძიმე შეურაცხყოფების ფონზე სამი-ოთხი ადამიანი ვიყავით. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელიც აღარ დარჩა და დატოვების მიმართულებით განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ პარტია ან ქუჩაში, ან პარლამენტში უნდა იყოს, ან სადმე უნდა აქტიურობდეს. პროტესტი მაქვს მათ მიმართ, ვინც არ დადის. როცა ცოტა ვართ თავს გვესხმიან, მძიმე სურათია ბევრი რომ ვიყოთ, სხვა სიტუაცია იქნება, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა: ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტს: ხელფასი, ბენზინი, „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს