გული მწყდება, რომ ენმ-ს პოზიციას ისეთი ადამიანები აჟღერებენ, როგორიც ქალბატონი ჩარკვიანია - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
„უბრალოდ, გული მწყდება, რომ პარტიის პოზიციას აჟღერებენ ისეთი ადამიანები, როგორიც არის ქალბატონი ჩარკვიანი, უბრალოდ გული მწყდება, მეტი არაფერი. ეს არ არის ჩემი საქმე...
ქალბატონი ჩარკვიანი იყო ის ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მე და ნიკა დაგვადანაშაულა ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში“- განაცხადა დეკანოიძემ.