„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდის დასამარცხებლად, ყველასთან ითანამშრომლებს.
„ვფიქრობ, ამომრჩეველს აღიზიანებს კონკრეტულ ისტებლიშმენტზე საუბარი. ახლა ამომრჩეველმა რაც უნდა დაინახოს, არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია „ქართული ოცნების“ დამარცხება. „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად კი აუცილებელია, დავამარცხოთ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა. ამიტომ მე რაც მაინტერესებს და რასთან დაკავშირებითაც ყველასთან ვითანამშრომლებ, არის პროპაგანდის დამარცხება, როგორ შეიძლება, ოპოზიციამ გამართოს სტრატეგიული კომუნიკაციის ხაზი ჩვენს ამომრჩეველთან ისე, რომ რეალურად რუსეთი საფრთხეა, ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დამარცხდეს პროპაგანდა – ყალბი, ფარისევლური განცხადებები, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, რეალურად, ჩვენს ამომრჩეველთან ვერ მივიდეს. მე ჩემი მოსაზრება გითხარით, ძალიან მნიშვნელოვანია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის წამოყვანა ოპოზიციურ ფლანგზე და ახალგაზრდების მიერ ხმის დაფიქსირება, რადგან ახალგაზრდები არიან ძალიან აქტიური დასავლური ორიენტაციისა და კურსის შენარჩუნების პროცესში“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.