"არსებობს პარტია, რომელიც ღიად საუბრობს, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი დაგვაზარალებს, ვგულისხმობ "ევროპულ საქართველოს. ისინი ღიად ამბობენ ამას და არ დაუმალავთ და პარტნიორებისთვის ეს არის დაბნეულობის შემტანი." - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა. 

"მე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ღიად დამისვეს შეკითხვა, ეს არ იყო დაფარული და დამალული. იქ იყო ძალიან ბევრი საქართველოს წარმომადგენელი და ღიად თქვეს, რომ არსებობს მოსაზრება საქართველოში, საქართველოს გარეთ მოდის გზავნილები, რომ შეიძლება ეს გაძლიერდეს და ეს გზავნილები მიდის ჩვენს პარტნიორებთან. პარტნიორები ამბობენ, რომ კარგი იქნება თუ ეს იქნება ერთიანი გზავნილი და კარგი იქნება, თუ ეს იქნება ერთიანი, ნამდვილი ფრონტი. არავინ არ თქვას, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი გადაწყვეტილია და ჩაწიკწიკებულია - არა, არაფერი არ არის გადაწყვეტილი. ალბათ, არც ნოემბერში არ იქნება გადაწყვეტილი, გადაწყვეტილება იქნება დეკემბერში, სამიტზე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.