პარალელურ სამყაროში რომ ვცხოვრობთ ყველა და ხალხსაც იქ ვაცხოვრებთ, იმიტომ „დავამარცხეთ” „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ბევრი მორალური სასამართლო უნდა მოვაწყოთ ტყუილებზე დაფუძნებული, ყალბი, გავჩუმდეთ ვინც ყველაფერი იცის და ვმოძღვროთ ხალხი. გაყიდული “ძუკნები” უნდა ვუწოდოთ და ამ დროს ვინც ყველაფერი იცის და ჩუმად არის - იმან ილაპარაკოს ჭკვიანი სახით. რა ითქვა ახალი, რაც უამრავმა ადამიანმა არ იცოდა? არ ირჩეოდა ჩუმად? დღემდე იწერება? დღემდე არ ირჩევა საჯაროდ?..
პარალელურ სამყაროში რომ ვცხოვრობთ ყველა და ხალხსაც იქ ვაცხოვრებთ - იმიტომ “დავამარცხეთ” ქართული ოცნება.
ყველამ ყველაფერი იცის და ამ დროს ყველა ჩუმადაა.. ჩემი დიდი შეცდომა მიშელის ხელმოწერაზე არასწორი პოზიციაა. სალომე სამადაშვილი “გაასამართლეს” მაშინ და სხვები. შეცდომა აღმოჩნდა.
ახლაც, გამოდით და თქვით სიმართლე, რომ ეს შიშები არსებობს და ლეგიტიმურია. მაგრამ სტატუსი გვჭირდება“, - წერს დეკანოიძე.