რეგიონებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პარტიას ტოვებენ. დღეს კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობამ პარტიის დატოვებ/ის შესახებ განცხადება გააკეთა
ხოლო, კასპის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობის“, რვა დეპუტატიდან ფრაქცია 6-მა დატოვა.
როგორც სხვა დანარჩენები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ პარტია დატოვეს, კასპშიც აცხადებენ, რომ საკრებულოში მანდატებს არ დატოვებენ.
ასევე აცხადებენ, რომ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გუნდს შეუერთდებიან.
ცნობისთვის, ნიკა მელიას მიმართ სოლიდარობის ნიშნად ზუგდიდის საკრებულოში "ნაცმოძრაობის" 14-მა დეპუტატმა პარტია დატოვა
ფოთის ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია გადააყენეს