გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო სისტემის მოწესრიგების  სამუშაოებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  სოფლების ლესა-ჩიბათის ტერიტორიაზე  ახორციელებს. ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან  2,2 კილომეტრი  სიგრძის კოლექტორული არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გაწმენდილ არხებში წყლის შეუფერხებლად გადინების შედეგად, მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ნაკვეთებისა  და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის   დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.

 ექსპლუატაციის ღონისძიებები, რომელსაც „საქართველოს მელიორაცია“ საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა.

აღსანიშნავია, რომ  2012-2024 წლებში, „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გურიის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 2175 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.